ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვარშავის სამიტის შემდეგ, პოლონეთში ნატოს ჯარების რაოდენობა გაიზრდება”

 

ვარშავის სამიტამდე 1 თვით ადრე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოლონეთის დედაქალაქში ჩავიდა. სტოლტენბერგმა ალიანსის ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ყურადღება გამახვილებული.

“ვარშავის სამიტის შემდეგ, პოლონეთში გაიზრდება ნატოს ჯარების რაოდენობა. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ პოლონეთზე თავდასხმა, არის თავდასხმა ალიანსზე. ჩვენ ასევე განვაგრძობთ სტაბილურობის დაცვას ნატოს საზღვრებს გარეთაც, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპაში,” – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....