ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას ტრამპს განუცხადა, რომ ირანელი ხალხისთვის მოეწოდებინა, ქუჩაში გამოსულიყვნენ რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა ტრამპმა ამ გეგმას სარისკო უწოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
როგორც ანონიმურმა წყაროებმა განაცხადეს, ნეთანიაჰუმ ტრამპთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი სრულ გაუგებრობაშია და გაჩნდა შესაძლებლობა, რათა ისინი კიდევ უფრო შეასუსტონ. ამისთვის კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს შესთავაზა, ერთობლივი საჯარო მიმართვა გაეკეთებინათ ირანელი ხალხისადმი და მოეწოდებინათ ქუჩაში გამოსულიყვნენ.
ტრამპმა კი შეშფოთება გამოთქვა ამ საკითხის მიმართ.
„რატომ უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, თუ მათ იქვე დახოცავენ“, – განუცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას.

