აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ სამხედროებს ნება დართო, დააკავონ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები

ბრიტანეთის მთავრობამ სამხედროებს ნება დართო, დააკავონ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემები | ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთში დააკავებენ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ყველა იმ გემს, რომლებიც დასანქცირებულია.

“ბრიტანელი სამხედროები შეძლებენ, რომ ავიდნენ ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე, რომლებიც ტრანზიტით გადიან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებში“ | ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „პუტინის საომარ მანქანას დაასუსტებს, რომლითაც ის აფინანსებს მის ბარბაროსულ კამპანიას უკრაინაში“.

“პუტინი სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით, რადგან მიაჩნია, რომ ნავთობის ფასების ზრდა საშუალებას მისცემს, ჯიბეები გაივსოს. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ბრძოლას მის ჩრდილოვან ფლოტთან, არა მხოლოდ ბრიტანეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმისთვისაც, რომ მოვაკლოთ პუტინის სამხედრო მანქანას ის ბინძური შემოსავლები, რომლებიც უკრაინაში მის ბარბაროსულ კამპანიას აფინანსებს“ | განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა.

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯები ფაქტობრივად ხურავს ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს, მათ შორის ლა-მანშის სრუტეს, სანქცირებული გემებისთვის, რაც მათ აიძულებს, გამოიყენონ უფრო გრძელი და ფინანსურად არახელსაყრელი მარშრუტები, ან ბრიტანელი სამხედროების მიერ დაკავების საფრთხე წინაშე აღმოჩნდნენ.

იტვირთბა....