მექსიკელი ფეხბურთელი ალან პულიდო თავისუფალია. 25 წლის ფეხბურთელმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა, ჟურნალისტებმა შეხვეული ხელი მაინც შეამჩნიეს.
შეგახსენებთ, პულიდო საბერძნეთში, 28 მაისს, ღამის კლუბიდან მეგობარ გოგონასთან ერთად გამოდიოდა, როდესაც მის მანქანას ექვსმა ნიღბიანმა პირმა ალყა შემოარტყა, მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
მექსიკის ეროვნული ნაკრების გარდა პულიდო ბერძნული გუნდის “ოლიმპიაკოსის” მოთამაშეა.