ირანის მიერ საუდის არაბეთის საჰაერო ბაზის დაბომბვის შედეგად აშშ-ის არმიის საჰაერო კონტროლის და საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავები განადგურდა და დაზიანდა.
ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერს, რომ ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავი ძლიერ დაზიანდა ირანის მიერ საუდის არაბეთში მდებარე საჰაერო ბაზაზე თავდასხმის შედეგად.
ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი მასალებიდან ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად მძიმედ დაზიანდა Boeing E-3 Sentry – საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) თვითმფრინავი.
AWACS-ის თვითმფრინავები, როგორიცაა E-3 Sentry, იყენებენ მოწინავე რადარებს თვითმფრინავებისა და რაკეტების ასობით კილომეტრის მანძილიდან თვალყურის დევნებისთვის, რაც მეთაურებს საბრძოლო ველის რეალურ დროში დანახვის სურათს ჰაერიდან აწვდის.
გავრცლებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში საჰაერო ბაზაზე თავდასხმამდე აშშ-ს მხოლოდ 16 ოპერატიული E-3 Sentry თვითმფრინავი ჰყავდა. პრინც სულთანის ავიაბაზაზე ირანის რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა 27 მარტს განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

