აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციები იმართება დევიზით „არა მეფეებს“. 50-ვე შტატში 3 200-ზე მეტი ღონისძიება იყო დაგეგმილი. ეს არის ტრამპის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების მესამე ტალღა მსგავსი სლოგანით.

ორგანიზატორების თქმით, ისინი აპროტესტებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას, მათ შორის ირანში ომს, ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურის ქმედებებსა და საცხოვრებელი ფასების ზრდას.

„ტრამპს სურს ტირანის სახით მმართველობა. თუმცა ეს ამერიკაა და ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა მეფედ გახდომის მსურველებს ან მათ მილიარდერ მეგობრებს“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

28 მარტს, მთელი დღის განმავლობაში დემონსტრაციები გაიმართა აშშ-ის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში. მომიტინგეებს ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირების ფიგურები ეჭირათ და მათი გადაყენება და დაპატიმრება მოითხოვეს.

საპროტესტო აქციებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ლოს ანჯელესში ორი ადამიანი დააკავეს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმისთვის. დაპატიმრებები ასევე განხორციელდა დალასში მას შემდეგ, რაც „მცირე შეტაკებები დაიწყო“, როდესაც კონტრდემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს და „არა მეფეების“ მსვლელობა ჩაშალეს.

აშშ-ის რამდენიმე შტატმა ეროვნული გვარდიის მობილიზება განახორციელა.

იტვირთბა....