ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კირკუკზე განხორციელებულ დარტყმას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების, „ჰაშდ ალ-შააბის“ სამი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყოფილი პარამილიტარული კოალიცია, რომელიც ამჟამად ერაყის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილია, თავდასხმაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.
როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის შემდეგ კვამლი ამოდიოდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბ-ბინიდანაც.

