ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მომეწონა კერძებიც: ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა”

„ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი” – ამის შესახებ მომღერალმა რობი უილიამსმა კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტექსტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“, – აღნიშნა მომღერალმა.

მან ასევე ისაუბრა ქართულ კერძებზეც, რომლებიდანაც ყველაზე მეტად ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა მოეწონა.

„საქართველოში ძალიან თბილი ხალხია. კლიმატიც ძალიან თბილია. მომეწონა კერძებიც. ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. მე ასევე კონცერტის დროს სიმღერა New York New York შევცვალე Georgia Georgia-თი, და უკუკავშირი იყო საოცრება. სიმღერას დიდი ოვაციები მოჰყვა. ასევე მსმენელმა იცოდა ჩემი სიმღერა Candy, ვერ წარმომედგინა თუ ვინმემ ჩემი ეს სიმღერა იცოდა. ამგვარად ძალიან ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა რობი უილიამსმა კონცერტის დასასრულს.

იტვირთბა....