ამის შესახებ “რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.
მისი თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას 9 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.
„ევროკავშირის საბჭოს მიზანია, შეათანხმოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია 9 ივნისს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე. უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთის შესახებ კი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიიღებენ“, – წერს ჟურნალისტი.
ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საბჭოს სხდომაზე „საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა“.