aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მოგენს ლიკეტოფტს შეხვდა.

ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გენერალური ასამბლეის როლსა  და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში.

მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.  საუბარი ასევე, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია, რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის გამო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის  მოწმენი გავხდით, რაც ანექსიამდე მიგვიყვანს.

 

მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

იტვირთბა....