ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზში Google-ის ოფისი გაჩხრიკეს

Google-ის პარიზის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Google-ის ჩხრეკა კომპანიის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის საქმის გამოძიებას უკავშირდება.

საფრანგეთი საგადასახადო სამსახური აცხადებს, რომ კომპანია Google-მა საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა, საფრანგეთის ტერიტორიაზე საქმიანობის მიუხედავად.

ფინანსური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ 2015 წლის 16 ივნისს დაიწყო.

ამერიკული კომპანიის პარიზის ოფისში ჩხრეკა IT-სპეციალისტებმა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გამოძიებასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იცავს ფრანგულ კანონმდებლობას და სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.

იტვირთბა....