aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„გინდა მწვრთნელი იყოს, გინდა სახელოვანი სპორტსმენი…“: მინისტრი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„გინდა მწვრთნელი იყოს გინდა სახელოვანი სპორტსმენი, რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს, კანონის წინაშე ყველა ვართ პასუხისმგებელი,“- ამის შესახებ სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა. ამით ის „ნაციონალურ მოძრაობის” განცხადებას გამოეხმაურა.

ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გია იანტბელიძის მონაწილეობა თუ დადგინდა, ფედერაციამ აუცილებლად უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.

„გინდა მწვრთნელი იყოს გინდა სახელოვანი სპორტსმენი, რა ტიტულებიც არ უნდა ქონდეს, კანონის წინაშე ყველა ვართ პასუხისმგებელი. ამიტომ მიუღებელია რაც ვნახეთ, დავუცადოთ გამოძიებას და თუ დადგინდა, აუცილებელია ფედერაციამ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ საზოგადოება სადაც სპორტსმენი არის ორიენტირებული სპორტულ შედეგზე და არა პოლიტიკურ პროცესებში  ჩართული. ეს არის მიუღებელი სპორტული საზოგადოებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის“ – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველიაც ანალოგიურად ფიქრობს და აცხადებს, რომ თუ გამოძიება  აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებს, ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ გია იანტბელიძე არის ჩვენი ჭაბუკთა მთავარი მწვრთნელი. მაგრამ ჩვენ ველოდებით პასუხს, თუ ადამიანის მონაწილეობა დადასტურდა და თუ დაასახელეს, რომ დამნაშავეა, ჩვენ მივიღებთ რეაგირებას ამაზე. ჯერ არ მქონია წვდომა ამ ადამიანებთან რომ გამომეკითხა” – აღნიშნა კვირკველიამ.

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილიას თქმით, მათ მინისტრმა მოუწოდა რომ ნებისმიერი სპორტსმენის მიმართ გამოყენებული იქნას უმკაცრესი ზომები.

“მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ჩვენი სპორტსმენი, ჩვენთვის ძვირად ღირებულია და დასაფასებელია, მიუხედავად ყველაფრისა მან პირდაპირ მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი დონის სპორტსმენის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული მათ მიმართ და ჩვენ ამას ვეთანხმებით”, – განაცხადა  ბასილიამ.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი,  მოჭიდავეთა ჭაბუკთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, გია იანტბელიძე ამხილა. მან მოჭიდავეთა ფედერაციას, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მისი თანამდებობიდან გადაყენების  მოთხოვნით მიმართა.

იტვირთბა....