ეს დიეტა ინგლისელმა ექიმმა და სამეცნიერო ჟურნალისტმა მაიკლ მოსლიმ მოიფიქრა და კვირის განმავლობაში 2-დღიან განტვირთვას გულისხმობს. ამ დიეტით თვეში 10 კილოგრამს დაიკლებთ.
დიეტის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ განმტვირთავი დიეტების შემქმნელების მტკიცებით, ევოლუციურად ჩვენი ორგანიზმი პერიოდული შიმშილობისთვის არის „განწირული“ (ისტორიულადაც ხომ დიდ ნადიმებს ენაცვლებოდა საკვებზე ხანგრძლივად უარის თქმა, რომელიც ძნელად მოიპოვებოდა), ხოლო პროდუქტების სიჭარბე და ადვილი მისაწვდომობა იწვევს ცხიმების დაგროვებას და დაავადებების განვითარებას. გასაღები წონის მარტივად დაკლებისკენ და ყველა დიეტის უცილობელი პირობაა რეგულარული განტვირთვა, რომლებიც დიეტის მიხედვით რამდენიმე საათიდან დღეებამდე გრძელდება.
დიეტის დროს შეიძლება: ხორცი, თევზი, ფრინველი, თხილეული, ბოსტნეული და ხილი, კვერცხი და სხვა დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტები. ეს ყველა პროდუქტი შეუზღუდავია. იკვებეთ ჩვეულებისამებრ, მაგრამ ეცადეთ, გუშინდელი განტვირთვის სპეციალურად კომპენსირება მოახდინოთ, აქცენტი გააკეთეთ ცხიმიან და კალორიულ საკვებს.
„შიმშილობის“ პერიოდში მოგიწევთ საკვებზე უარის თქმა ან მოკრძალებული წახემსებით შეზღუდვა.
პლუსები: კვების მოქნილი სისტემა, არ არის საჭირო რაციონის ცვლა, კალო-რიების გამუდმებული თვლა და იმაზე ფიქრი, თუ რამდენს მიირთმევთ. დროებითი, ოღონდაც არა მუდმივი შეზღუდვების იდეა ფსიქოლოგიურად ძალიან კომფორტულია. წონა თანდათანობით იკარგება და, რაც მთავარია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
წესად აქციეთ: თუ უარს იტყვით ხშირ წახემსებებზე ან მათ თუნდაც მაქსიმალურად სასარგებლოდ აქცევთ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა.

