aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ნაცმოძრაობა“ მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელის გადაყენებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია იანთბელიძეს ამხელს. ის მოჭიდავეთა ფედერაციას, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მისი თანამდებობიდან გადაყენების  მოთხოვნით მიმართავს.

ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გია იანთბელიძის ფოტოც წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, იმ კადრებიდანაა ამოღებული, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გააშუქეს.

„გია იანთბელიძის ეს ფოტო ჩვენ ამოვიღეთ სატელევიზიო კადრებიდან. ბატონი გია სწორედ იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ჩხუბის პირველი წუთები იყო, როცა ნიკა მელიას მისამართით დაიწყო ძალადობა. სწორედ ეს ადამიანი, გია იანთბელიძე არის მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ გვინდა მივმართოთ ჭიდაობის ფედერაციას, რომ მიიღოს სასწრაფო ზომები, გამოთქვას პოზიცია იანთბელიძესთან დაკავშირებით. ის იღებს სახელმწიფოსგან ხელფასს. ის არის  ჩვენი, გადამხდელების ფულით  დაქირავებული და არ აქვს უფლება მონაწილეობდეს ასეთ მძიმე დანაშაულში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ იანთბელიძეს მოჭიდავეთა ფედერაციამ სასწრაფოდ შეუწყვიტოს უფლებამოსილება. იგივე თხოვნით მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, რომ მან მიიღოს გადამწყვეტი ზომები და გია იანთბელიძე, რომელიც კარგს ვერაფერს ასწავლის ახალგაზრდებს, სასწრაფოდ იყოს გადაყენებული დაკავებული თანამდებობიდან. ცხადია, კალაძის მფრაველობამ, მისი ცოლის ძმის მფარველობამ, გია იანთბელიძეს ვერ უნდა შეუნარჩუნოს ვერც დაკავებული თანამდებობა და ვერ უნდა დაიფაროს ის იმ სასჯელისგან, რომელიც ეკუთვნის“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.

 

იტვირთბა....