aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

არასამთავრობოების ნაწილი უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილის გადადგომას ითხოვენ:

„იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დაპირისპირებები რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წლებია ამ მიმართულებით, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. რა ვლინდება მის განცხადებებსა და ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.

კულმინაცია ამ კუთხით იყო 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, როცა “სახალხო დამცველი, ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვის აკრძალავის ინიციატივითაც კი გამოდის და უკვე მერამდენედ საქართველოს ისლამოფობიაში და რელიგიური კონფესიების მიმართ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებს.,

გვიჩნდება დასაბუთებელი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ასრულებს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების დავალებებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეწყობილი მუდმივი ისტერია იმის შესახებ, რომ საქართველოში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს. ამ დროს კი საქართველოში დიდი შეტევაა პატრიარქზე და მართლმადიდებლებზე და არცერთ ანგარიშში ამაზე არაა გამახვილებული ყურადღება.

სახალხო დამცველი დღევანდელი ოფისი არის ბუდე სადაც მოკალათდნენ ყველა ის ადამიანები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ყოველდღიურად ებრძვიან.

აქედან გამომდინარე 10 არასამთავრობო და საზოგადოებრივო ორგანიზაცია ითხოვს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რადგან ის წარმოადგენს ქვეყნისათვის სერიოზულ საფრთხეს.

– აღნიშნული არასამთავრობო და საზოგადოებრივო ორგანიზაციების განცხადებაში რომელსაც ხელს აწერს.

,,უფლებადამვველთა გაერთიანება’’, ,- ნიკოლოზ მჟავანაძე

, პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა’’- ლაშა სტურუა

,, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია’’-გრიგოლ გაგნიძე

,,სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო’’-მამუკა ტუსკაძე

,,საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი’’-მაკა ჯანელიძე

,,საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება’’-მანანა რთველიაშვილი

,,მსჯავრდებულთა იურდიული დახმარების და ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი’’- დიმიტრი თედოშვილი

,,დაიცავი შენი უფლებები’’-ლაშა გოლუბიანი

საზოგადოებრივი გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის“

იტვირთბა....