ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაშურში ავტოავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ხაშურში ქვიშხეთის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის  შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

იტვირთბა....