საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი სტრასბურგში, დღეს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს ხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთანაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების შემჭიდროვებულ ვადებში შესწავლის მზადყოფნა წერილით დაუდასტურა.