ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

საარჩევნო უბანთან ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება

 

საარჩევნო უბანთან ძალადობა, ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანის თქმით სამინისტროს, ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე ქვეყნის მოდელი შეისწავლა და კანონის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკვე გააცნეს მთავარ პროკურატურას.

ახალი ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი იქნება.

კანონის პროექტი ჯარიმას ან 4 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს.

წინასწარი მონაცემებით, 4 წლამდე პატიმრობა იმოქმედებს იმ პირებისათვის, რომლებიც საარჩევნო უბანზე ან აგიტაციის ადგილზე ჯგუფურ თავდასხმას განახორციელებენ. ახალი ინიციატივით, მსუბუქი შემთხვევის სასჯელად 2 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა განისაზღვრა.

იუსტიციის მინისტრი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს 27 მაისს მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

იტვირთბა....