ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. განცხადება მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს.

„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული სახელებით და გვარებით. ამ სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან ის პირები, რომლებიც კახა კალაძემ მიუქსია ”ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერებს. ჩვენ მოვითხოვთ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. მთავარი არის ის, რომ კორცხალის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ვერანაირი ბანდიტები მათ ვერ დააშინებენ“, – განაცხადა თინა  ბოკუჩავამ.

როგორც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, „ნაცმოძრაობა“ პროკურატურას გამოძიების სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლებით დაწყებას სთხოვს.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე. ამ შემთხვევაში მოვისმინეთ ხელისუფლების განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს უბრალოდ ცემის მუხლით და ეს ნიშნავს, რომ ამ ფორმით აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას „ქართული ოცნება“. ჩვენ მოვითხოვთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიებას. ეს არის პოლიტიკურ თანამდებობების პირებზე თავდასხმა, ხულიგნობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. უნდა დადგინდნენ ორგანიზატორები გამოძიების მხრიდან, თორემ საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ორგანიზატორი იყო კალაძე და ხელისუფლება“, – განაცხადა აბესაძემ და აღნიშნა, რომ პროკურატურის იმედი არ აქვს, თუმცა, განცხადების შეტანა აუცლებელი იყო სამართლებრივი პროცედურების დაცვისთვის და ხელისუფლების ლუსტრაციისთვის.

იტვირთბა....