ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური შერიგების კანონის მიღებას აპირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური შერიგების კანონს მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

„დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, რომ როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს ოქტომბერში და ხომ არ დაიწყება ანგარიშსწორების ახალი ტალღა. მე და მთელი ჩვენი გუნდი ვართ იმის გარანტი, რომ ოქტომბერში ის სირცხვილი, სისასტიკე, რაც გუშინ ვიხილეთ, დასრულდება. პირველი ორი კანონი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მივიღებთ, იქნება კანონი პოლიტიკური შერიგებისა და ბიზნეს ამნისტიის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ან ვინ აფინანსებს, ჩვენ ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები, ამიტომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგს უნდა მოექცე პოლიტიკურად და ქვეყნის შიგნით მტრები არ უნდა ვეძებოთ. პირადად ჩემი მთავარი დაპირებაა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შეწყდება ძალადობა“. – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, კორცხელში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სცემეს.

იტვირთბა....