ორი დღეა დაკარგულ 4 წლის ბავშვს ეძებენ გორის რაიონის სოფელ ბობნევში.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბავშვი უცნობმა პირმა მანქანაში ჩაისვა. თუმცა, რამდენად შეეფერება ეს რეალობას, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „მეტრონომს“-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.