საზოგადოება

ქართველმა მოდელმა გოგონამ შეყვარებულს ხელი სთხოვა

ქართველმა მოდელმა გოგონამ შეყვარებულს ხელი სთხოვა. მოდელი, ნათია ჩიქოვანი ამის ამსხაველ ფოტოს და პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„მე და ლუკა 2 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ორი ადამიანის ურთიერთობის გამოსაცდელად და იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დაქორწინება ჰქვია.

 

ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდამ ერთად ყოფნა გვინდა.

 

ვერასდროს ვხვდებოდი, გოგოები, რომლებსაც დაქორწინება უნდათ, რატომ ელოდებიან ბიჭებს, როდის გადაწყვეტენ ისინი „ხელის თხოვნას“, რომ მათ უბრალოდ თქვან- დიახ. დამიჯერეთ, მეორე მხარეს ყოფნა ბევრად უფრო ამაღელვებელია. ამიტომაც მე დღეს ლუკას დაქორწინება ვთხოვე.

 

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით იყვნენ და განსაკუთრებული მადლობა Tem BD :))) რომელმაც დროზე დარეკა და სიურპრიზის ჩაშლისგან გადამარჩინა:)))).

პ.ს. მან თქვა დიახ…“ – წერს გოგონა „ფეისბუქზე“.

2

იტვირთბა....