ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას განცხადებების გამო“

ბიზნესმენი ლევან ვასაძე დასავლეთს მოუწოდებს, მოიხადოს ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას განცხადებების გამო, „იმის შესახებ, რომ ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვენლოვანი და აშშ-ს პოლიტიკის მთავარი პრიორტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში.“ ამის შესახებ ლევან ვასაძემ ფილარმონიაში “მსოფლიო საოჯახო კონგრესზე” გამოსვლისას განაცხადა.

ლევან ვასაძის თქმით, დასავლეთმა დე ფაქტოდ უკვე დაკარგა საქართველო.

„ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა, იერიში მიეტანა ჩვენ ტრადიციულ საზოგადოებაზე, მის ფესვებზე და  კულტურულ ქსოვილზე. როდესაც კრემლი მიხვდება და ითავებს შერიგებას თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და აფხაზეთს შორის იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს. მე ამასაც ვამბობ ნამდვილი სინანულით, რადგან მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და გულწრფელი ამ ორივე  ზეძალასთან.ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს გამთლიანება, აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოში რეინტეგრაცია, ლტოლვილების დაბრუნება. როგორც ოჯახსა და ტრადიციაზე დაფუძნებული საქართველოს ერთ-ერთმა პატრიოტმა მინდა, მივმართო დასავლელ პარტნიორებს და ნება მიბოძეთ, ეს გავაკეთო არა როგორც მათმა მტერმა, არამედ მათმა მეგობარმა და მათმა გულგაცრუებულმა კრიტიკოსმა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

ბიზნესმენმა დასავლეთს მოუწოდა, არ ჩაერიოს საქართველოს საქმეებში და შეწყვიტოს ოჯახსა და ეკლესიაზე შეტევები.

„მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას განცხადებების გამო, იმის შესახებ, რომ ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვენლოვანი და აშშ-ს პოლიტკის მთავარი პრიორტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. ახლავე შეწყვიტეთ ეს კულტურული ომი მთელი მსოფლის წინააღმდეგ, თორემ თქვენ დაკარგავთ არა მარტო საქართველოს, არამედ თქვენს ქვეყნებსაც. ჯორჯ ვაშინგტონი იყო მმართველი იმავე დროს, როდესაც ჩვენი ბოლო დიდი მეფე ერეკლე. მაგ დრომდე  ადრე ჩვენი ბერძენი ძმები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოდან სიბრძნის მოტაცება იყო დიდი გმირობა. იასონი და არგონავტები საქართველოში ჩამოვიდნენ ოქროს ვერძისა და მედეას მედიცინის ცოდნის მოსატაცებლად. ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც შემდგოში ვინოდ გადაკეთდა მსოფლიოსათვის. დიახ, ჩვენ აღტაცებით შევცქერით  თქვენ მოკლევადიან, 200 წლიან წარმატებას და როგორც მარადიულ ერს, გვსურს, თქვენგან ვისწავლოთ თქვენი კულტურის ჯანმრთელი მხარეები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გახრწნის ნათელ ნიშნებს თქვენ სხეულზე, ისევე როგორც ეს გვინახავს ბევრ სხვაზე, ვინც აქ მოსულა და აქედან წასულა. საქართველო არის ოჯახი და მას არასოდეს შეეხოთ არაფრით, გარდა პატივისცემისა“, – განაცხადა ვასაძემ.

2030.news

იტვირთბა....