აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ საფრთხედ რუსეთი დაასახელა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის საარჩევნო ხმის მიცემის მოწყობილობები „უკიდურესად დაუცველია” მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჩარევის მიმართ.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის საარჩევნო სისტემის სისუსტეები დიდი ხანია ცნობილია. მედიის ცნობით, მათი ნაწილი 2016 წლის არჩევნების შემდეგ გამოსწორდა, როცა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი აქტიურად ერეოდა საარჩევნო კამპანიაში.
„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი აწარმოებდა კოორდინირებულ საარჩევნო ჩარევის კამპანიას, რომელიც მოიცავდა ჰაკერულ შეტევებს, სოციალურ ქსელებში გავლენის მოხდენას და ადგილზე საარჩევნო აქტივობების დაფინანსებას.

