აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეიარაღებული პირები იემენის სამხრეთ სანაპიროზე ადენის ყურეში ქიმიურ ტანკერ „ასანაზე“ ავიდნენ და ამჟამად გემს აკონტროლებენ – Reuters

შეიარაღებული პირები იემენის სამხრეთ სანაპიროზე ადენის ყურეში ქიმიურ ტანკერ „ასანაზე“ ავიდნენ და ამჟამად გემს აკონტროლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საზღვაო უსაფრთხოების წყაროების განცხადებით, „ეს ინციდენტი სომალელ მეკობრეებს უფრო უკავშირდება, ვიდრე ირანთან ასოცირებული იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო ძალებს“.

უსაფრთხოების ძალების ცნობით, ტანკერს დანიშნულების შემდეგ ადგილად სომალის ბოსასოს პორტი ჰქონდა მითითებული.

ბრიტანეთში დაფუძნებული საზღვაო რისკების მართვის ჯგუფის, Ambrey-ის განცხადებით, გემი ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და ის, სავარაუდოდ, მეკობრეთა ჯგუფის შეიარაღებულმა წევრებმა დაიკავეს.

იტვირთბა....