აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, რკინიგზის სადგური და აეროპორტი გახდა.
ირანული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამიზნე გახდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ირანშაჰრის აეროპორტი და ჰორმოზგანის პროვინციაში ექვსი ხიდი, სადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ღამის განმავლობაში აშშ-მა დაარტყემი განახორციელეს ქეშმის კუნძულზე, ქალაქებზე ბანდარ-აბასსა და ბუშერზე, სადაც ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს.
საპასუხოდ, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ იერიში მიიტანა აშშ-ის საზღვაო რადიოლოკაციურ სადგურზე ომანში, ასევე სამიზნეებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში. მათივე ცნობით, თავდასხმა განახორციელეს სირიაში აშშ-ის სამეთაურო ცენტრზე ალ-ტანფში, რომელიც იორდანიის საზღვართან მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციაზე აშშ-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

