ახალი ამბები ვიდეო კულტურა მთავარი საზოგადოება

ცნობილი მომღერალი არჩილ ჩიხლაძე, რომელიც 83 წლის ასაკში ყველასგან მიტოვებულია

არჩილ ჩიხლაძე მაყურებელს ცნობილი დუეტის, ცოლ-ქმარი მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების მიერ შესრულებული სიმღერებით ახსოვს. ის ყველა თაობის მსმენელისთვის კარგად ცნობილი სიმღერების, „კართან მოდგა შემოდგომა”, „სიყვარულის დილა”, „სიჭაბუკე”, „წლები გარბიან” შემსრულებელია.

83 წლის მომღერალი ახლა მარტოა და მიმხედავი არავინ ჰყავს. მას არც დენი, გათბობა და წყალი არ აქვს.

მისი თვიური შემოსავალი 160-ლარიანი პენსიაა, რომელსაც ასევე გასაჭირში ჩავარდნილ ყოფილ მეუღლეს მაყვალა ჩიხლაძეს აძლევს, რათა მან ლუკმა-პურისთვის ყოველდღე გამოუზოგოს.

„იმედმა“ მიტოვებული მომღერლის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

იტვირთბა....