საზოგადოება

„უახლესი ამბავი, წუთის წინ დამირეკეს“: რა მდგომარეობაშია ამ ეტაპზე შორენა ბეგაშვილის შვილი

შორენა ბეგაშვილის შვილი,  ევა ბარბაქაძე თურქეთში იმყოფება, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია. მეორე ოპერაცია ხვალისთვის არის დაგეგმილი.

“რუსთავი 2”-ის საერთაშორისო პროექტების პიარი, სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მოკლედ, უახლესი ამბავი, წუთის წინ დამირეკეს:

თბილისის მერიისგან ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში გადაირიცხება 15 ათასი ლარი!

აქვე გეტყვით – მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

ხვალ უტარდება მეორე, ასევე რთული და გადაუდებელი ოპერაცია ფეხზე.

ძალიან გთხოვთ, ნუ შევწყვეტთ შეძლებისდაგვარად თანხების გადარიცხვას.

ჯერ კიდევ არ შეგროვებულა საკმარისი თანხა ევას ოპერაციებისთვის. მიუხედავად ამისა, მადლობა ყოველ თქვენგანს შორენას ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო” – წერს სალომე ლილუაშვილი.

ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი სახლის მეხუტე სართულიდან გადმოვარდა. მას ორი ურთულესი ოპერაცია თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მისი თურქეთში წაყვანა გახდა საჭირო.

ევა ბარბაქაძის დასახმარებლად გააქტიურდა სპეციალური ნომერი: 0901701100 – “მაგთისა” და “ბილაინის” აბონენტებისთვის. ზარის ღირებულება 1 ლარი.

 

თანხის გადარიცხვის მსურველებმა კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგარიშის ნომრები:

 

“საქართველოს ბანკი”:

 

GE57BG0000000642055200

 

TBC ბანკი:

 

GE61TB7723536010100019 (GEL)

 

GE40TB1123536110100031 (USD)

 

ბანკი „რესპუბლიკა“:

 

GE39BR0000010929691997

 

მიმღები: შორენა ბეგაშვილი”

იტვირთბა....