ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„პროკურატურას შოთაძე, სასამართლოს კი მურუსიძე მართავს“

 

ირაკლი ალასანიამ ამ წუთებში კაბელების საქმესთან დაკავებული 5 პირის შესახებ საგანგებო განაცხადება გააკეთა:

„ვინატრე მათ ადგილას მე დავეკავებინე. 5 უდანაშაულო ადამიანი დამნაშავე ცნო სასამართლომ და მათ 7 წელი მიუსაჯა. ვიდრე პროკურატურის გამოყენების მანკიერ სისტემას არ გავწყვეტთ, მანამდე უსამართლობა იქნება. ეს ადამიანები არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც ბრალს დებენ. პროკურატურას შოთაძე, სასამართლოს კი მურუსიძე მართავს.  ივანიშვილის პარტიაში კი ერთი კაციც არ არის, ვინც ამას შეეწყინააღდეგება. ყველა გზას მივმართვათ, მათ შორის აქციების, სამართლიანობის აღდგენისთვის. ჩვენი პარტიის დღის წესრიგი იცვლება, გვექნება შეხვედრები არასამთავრობოებთან, დიპლომატებთან, ყველას მივაწვდით ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ. რაც მთავარია შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე საპროტესტო აქციას გავმარავთ პროკურატურასთან. ეს პირველი და გამაფრხთილებელი აქცია ექნება.

დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის, მაგრამ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას.“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსნებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....