აშშ-ში მამაკაცს სასქესო ორგანოს ტრანსპლანტაცია გაუკეთეს. ოპერაცია ბოსტონში ჩატარდა. პაციენტი თომას მენინგი 64 წლის ბანკის თანამშრომელია, რომელსაც პენისზე კიბო ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ აქვეყნებს.
“მინდა ნორმანურ ცხოვრებას დავუბრუნდე.” – განაცხადა ოპერაციის შემდგომ მენინგმა.
თავად ექიმები აცხადებენ, რომ ეს ექსპერიმენტული ოპერაცია კვლევის ნაწილი იყო, რომელიც წარმატებით დასრულდა.
ექიმების თქმით, მათი მთავარი მიზანია თომას მენინგი ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აშშ-ში აღნიშნული ოპერაციის გაკეთება 50 000$-დან 75 000-მდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით პენისის ტრანსპლანტაცია მესამედ ჩატარდა. 2014 წელს წარუმეტებლი აღმოჩნდა ჩინეთში ჩატარებული ოპერაცია, რომლის დროსაც მამამ გახლდათ შვილის დონორი, ხოლო 2006 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ ოპერაცია აშშ-ს მსგავსად წარმატებული გამოდგა.
ექიმების თქმით, აშშ-ში რისკ ჯგუფებს ჯარისკაცები განეკუთვნებიან.

