Wildberries-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული ონლაინ ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ტატიანა კიმმა თანამდებობა დატოვა.
ტატიანა კიმი Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კომპანიის მენეჯერმა ალექსეი კულიკოვმა შეცვალა.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს ევროკავშირმა ტატიანა კიმს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, Wildberries-ი ხელს უწყობს რუსეთის არმიის მომარაგებას სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვის გზით.

