ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

10 თვეში კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა 3.1 მლნ ლარით შეივსო

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68.5%-ით გაიზარდა და 3 მლნ ლარს გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

  • ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-ოქტომბერში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 3 132 411 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 859 257 ლარის აკუმულირება მოხდა.

თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....