ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. საელჩო „გულწრფელ სამძიმარს“ უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება 19 ნოემბერს, დილით, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

იტვირთბა....