აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარჩელი „უოლ სთრით ჯორნალის“ წინააღმდეგ უარყო.
ფედერალურმა მოსამართლემ მეორედ უარყო სარჩელი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი გამოცემას ჯეფრი ეპშტეინის 50 წლის იუბილესადმი გაგზავნილი მილოცვის წერილის ნამდვილობას ედავებოდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა ვერ წარმოადგინა ცილისწამების დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ამასთან, მოსამართლემ სარჩელი საბოლოოდ უარყო, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს მის ხელახლა შეტანას.
„სასამართლო აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ცილისწამების შესახებ პრეტენზიები უსაფუძვლოა“, – აღნიშნა მოსამართლე დარინ გეილსმა.
„ბიბისის“ ცნობით, ტრამპი „უოლ სთრით ჯორნალს“ 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ედავებოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2003 წელს ჯეფრი ეპშტეინისთვის დაბადების დღეზე გაგზავნილ ბარათზე ტრამპის ხელმოწერა იყო, ბარათზე კი შიშველი ქალის ნახატი იყო გამოსახული. ტრამპი ამტკიცებდა, რომ წერილი ყალბია და ცილისწამებისთვის გაზეთსა და ჟურნალისტ რუპერტ მერდოკს 10 მილიარდ დოლარს სთხოვდა.

