ლისაბონის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა. აქტივისტები პორტუგალიაში არსებული საბინაო კრიზისის გამწვავებას აპროტესტებდნენ.
აქტივისტებმა ლისაბონის ცენტრში მსვლელობის შემდეგ მოედანზე 50-ზე მეტი კარავი გაშალეს. მედიის ცნობით, პოლიციამ ლისაბონის როსიოს მოედანზე კარვების ბანაკის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ათასობით ადამიანმა პორტუგალიის მთავრობისგან იჯარის შესახებ კანონპროექტის გაუქმება მოითხოვა, რომელიც, მათი თქმით, ქვეყნის საბინაო კრიზისს გააუარესებს.
მომიტინგეები მოითხოვდნენ, რომ მთავრობამ გააუქმოს კანონპროექტი, რომელიც გამოსახლებას ამარტივებს და იჯარის ახალ ხელშეკრულებებზე ქირის ლიმიტს აუქმებს.
„როიტერის“ ცნობით, 2017 წლიდან დღემდე პორტუგალიაში ბინების ფასები და ქირა თითქმის გაორმაგდა.

