არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ხმის მიცემის პროცედურა 07:00 საათზე დაიწყო და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება.

არჩევნების პირველ ტურში ილიანა იოტოვამ ხმების 34.76% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ანდრეი გიუროვმა – 31.95%.

25 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში აქტივობა ისტორიულად დაბალი, თითქმის, 23% იყო.

იტვირთბა....