აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

“ეს არის შეხვედრა ლიდერების დონეზე, ამიტომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს” – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა G20-ის სამიტზე იქნას მიწვეული, რომელიც დეკემბერში გაიმართება. მისი თქმით, ზელენსკის მონაწილეობას პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

“ეს არის შეხვედრა ლიდერების დონეზე, ამიტომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მაგრამ, მე არ გამოვრიცხავ არაფერს – ეს შეიძლება მოხდეს, რადგან თუ ზელენსკი დაესწრება შეხვედრას, პოზიტიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს” – თქვა რუბიომ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

G20-ის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მიწვეულია ის 14-15 დეკემბერს გაიმართება.

იტვირთბა....