ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მეთაურებთან ერთად განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა”- ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილ დრაპატისთან ერთად ალექსანდროვკის მიმართულებაზე ჯარისკაცებს შეხვდა.

„მეთაურებთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. არის კონკრეტული მოთხოვნები: დრონებით უზრუნველყოფა, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და რადარების საჭიროება, ბრიგადების პირდაპირი დაფინანსება და მებრძოლების მომზადება. ჩვენი დამცველები მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

იტვირთბა....