აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა

კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონი უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

დრონით დარტყმის შედეგად, კორპუსის მეექვსე-მეშვიდე სართულებზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მეხუთე სართული ნაწილობრივ ჩამოინგრა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

იტვირთბა....