აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – რუსული მედია

სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„ქალაქ სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო ორგანოებმა პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, დაღუპული სამხედრო წოდებით პოლკოვნიკია.

იტვირთბა....