“ჰამასის” მიერ მართული სამოქალაქო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ღაზას სამხრეთ ნაწილში მდებარე „ნასერის“ საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამსახურის პრესსპიკერმა მაჰმუდ ბასალმა მედიას განუცხადა, რომ დარტყმა ხან-იუნისში მდებარე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაზე განახორციელეს, რის შედეგადაც ასევე დაშავდა, სულ მცირე, 20 ადამიანი, შენობას კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ქირურგიც არის.
ისრაელის თავდაცვის ძალებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

