კიევში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეკრება იწყება – უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ქვეყანას ევროპული პოლიტიკური ელიტა ეწვია.
მოლდოვის, რუმინეთისა და სერბეთის პრეზიდენტები უკვე უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან, სადაც უახლოეს წუთებში ევროკომისიის ხელმძღვანელსაც მიიღებენ. მედია წერს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევში კონკრეტული გადაწყვეტილებებით ჩავიდნენ, რაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზასა და ახალ თავდაცვის პაკეტებს უკავშირდება.
კიევის ევროინტეგრაციის დაჩქარების გარდა, ლიდერები დღეს შავ ზღვაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც იმსჯელებენ, რაც კრემლს ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინა მარტო არ არის.

