აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მსურველთა კოალიცია” სოდომსა და გომორს მაგონებს” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი დასავლური „მსურველთა კოალიცია“ „სისასტიკითა და დეჰუმანიზაციით“ სოდომსა და გომორს ჰგავს.

„საკმაოდ უცნაური სახელწოდებაა – „მსურველთა კოალიცია“. რისი მსურველები? ეს რას მახსენებს? ეს სოდომსა და გომორს მახსენებს. სოდომი და გომორი ადამიანურობის დაკარგვის სიმბოლოა – ქალაქის მცხოვრებლები ფაქტობრივად მხეცებად იქცნენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, კოალიციას მშვიდობისა და უსაფრთხოების სურვილი არ აქვს.

„ეს არის ჭკუიდან გადასული საზოგადოება, რომელიც ნებისმიერს, ვინც მშვიდობით მოდის, პოტენციურ მსხვერპლად აღიქვამს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად 2025 წელს შეიქმნა და მასში 30-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. ინიციატივას გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.

იტვირთბა....