აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ანექსირებულ ყირიმში ქერჩი და კიდევ რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ანექსირებულ ყირიმში ქერჩი და კიდევ რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფიქსირდება წყლის მიწოდების შეფერხებებიც – იუწყება საოკუპაციო რეჟიმი.

„სამწუხაროდ, უპილოტო საფრენი აპარატების მტრული თავდასხმის შედეგად ქერჩი სრულად არის დენის გარეშე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები მუშაობენ კვების რეზერვული წყაროების ხარჯზე. ქალაქის ყველა სამსახური ჩართულია ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში“, – განაცხადა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა „ქერჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ ივან კოშელმა.

„ყირიმენერგოში“ დაადასტურეს, რომ ელექტრომომარაგების ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად „ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ ენერგო-რაიონების დასახლებული პუნქტების ნაწილი სრულად არის დენის გარეშე“. იქვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „ტარდება ყველა შესაძლო ღონისძიება ელექტრომომარაგების აღსადგენად“.

კომპანია „ყირიმის წყალში“ განაცხადეს, რომ „ყირიმენერგოს“ ქსელებში მომხდარი ავარიის გამო, წყლის წნევა შემცირებულია ანექსირებული ყირიმის ცხრა რაიონში.

იტვირთბა....