აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებული სანქციების კანონპროექტის განახლებული ვერსია წარადგინეს – Reuters

ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შემუშავებული სანქციების კანონპროექტის განახლებული ვერსია წარადგინეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო, კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ტარიფების გამოყენებას ითვალისწინებს ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ, რათა მათ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ.

კანონპროექტის განახლებული ვერსია რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტიორი მესამე ქვეყნებისთვის, კერძოდ ხუთი უმსხვილესი იმპორტიორისთვის 100%-მდე ტარიფებს ითვალისწინებს, მაშინ როდესაც, კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი 500%-მდე ტარიფებს მოიცავდა.

ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის 15%-ზე ნაკლების იმპორტს ახორციელებენ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ იმპორტის შესამცირებლად. გამონაკლისი შესაძლოა, იაპონიას, საფრანგეთს, უნგრეთსა და ბელგიას შეეხოს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთის ნედლ ნავთობს ჩინეთი, ინდოეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი მოიხმარს, ხოლო რუსული ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორები ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, უნგრეთი და ბელგია არიან.

ამასთან, კანონპროექტის განახლებული ვერსია სანქციების დაწესებას ითვალისწინებს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“, რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებზე, მათ შორის ცენტრალურ ბანკზე და რუსეთის უდიდეს სახელმწიფო ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორიც Yamal LNG და Arctic LNG 1, 2 და 3-ია.

იტვირთბა....