ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტერიალში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ლაშა დარსალიას მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგებზე და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ გარემოზე.
„ლაშა დარსალიამ ისაუბრა გლობალური თანამშრომლობისა და ეფექტური მულტილატერალიზმის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით; მიმოიხილა 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ასევე, ხაზი გაუსვა, 2026 წელს, საქართველოში გამართული, გაეროს საჯარო მმართველობის ფორუმის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

