აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ანგარიში გახსნილია: 15 ივლისის ღამეს შავ ზღვაში პირველი 20 ტანკერი მოვინადირეთ” – რობერტ მადიარ ბროვდი

კრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში სპეცოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, მხოლოდ ერთ ღამეში, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს – 17 ნავთობტანკერს, 2 გადამზიდსა და 1 საბუქსირე გემს დაარტყეს.

“შავი ზღვა 20:0. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით, უპილოტო სისტემების ძალების ოპერაცია „მოლოჩკა“-ს მორიგი ეტაპი დაიწყო – „უპილოტო სისტემების ძალების ფრინველები შავ ზღვაში“. ანგარიში გახსნილია: 15 ივლისის ღამეს შავ ზღვაში პირველი 20 ტანკერი მოვინადირეთ.

…რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 116 გემი აზოვის ზღვაში – საზღვაო ბრძოლის პირველი რაუნდი დასრულებულია. ახლა რიგი შავ ზღვაზეა, დღევანდელი ანგარიშია 20:0: მონადირებულია 17 ნავთობტანკერი, 2 გადამზიდი ტანკერი და 1 ბუქსირი.

ოფიციალური ანგარიში მოგვიანებით, ვიდეო მტკიცებულებებთან ერთად გამოქვეყნდება… არანაირი მეკობრეობა, ლავროვ, – „უბრალოდ ბიზნესი“. თქვენი, სისხლიანი ბიზნესი. თავისუფლებისმოყვარე უკრაინული ფრინველის ფოკუსში. ზღვის უფსკრულში. მოგეკითხება, მტერო…! მრავალრიცხოვან შეკითხვებზე, თუ რას ნიშნავს ოპერაციის სახელწოდება „მოლოჩკა“ [ МЛЧК] – მოსკოვი ყირიმის გამო დაეცემა. ამინ. ყველაფერი შავ-თეთრია. ჩვენ გავძლებთ, მოსკოვი დაეცემა. „მოლოჩკა“ მოქმედებაშია. ყირიმს აღვადგენთ.” – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი.

იტვირთბა....