აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესტონეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნაჩუქარი რევოლვერი თურქეთში დატოვა – მედია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი იძულებული გახდა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნაჩუქარი რევოლვერი თურქეთში დაეტოვებინა, რადგან ესტონეთის კანონმდებლობა ქვეყნაში მისი ამ სახით შეტანის ნებართვას არ იძლევა.

მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ კრისტენ მიხალს თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი 357 Magnum ტიპის რევოლვერი სახლში არ წაუღია.

პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა კომისარმა, მარტენ ინგელმა, გამოცემა Postimees-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ესტონეთში შეტანა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის საჩუქარია, დაუშვებელია და ქვეყანაში იარაღის შესატანად აუცილებელია არსებობდეს კანონიერი საფუძველი, ასევე დაკმაყოფილებული იყოს იარაღის შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანმა ცეცხლსასროლი იარაღი ნატო-ს სამიტზე დამსწრე სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებსაც გადასცა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ნაჩუქარი რევოლვერი თურქეთში დატოვა, რადგან საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის დიდ ბრიტანეთში შეტანა კანონით აკრძალულია.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა კი რევოლვერი მხოლოდ ნატო-ს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა.

იტვირთბა....