აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა, ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შსს-ს სამმართველოში.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჯანსაღი, პრინციპი მარტივია, არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში. ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ. იცით, რომ ქვეყნის გარედან თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენაა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა, ამისთვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შსს-ს სამმართველოში. ამ მიმართულებით აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.

იტვირთბა....