აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა” – ირაკლი კობახიძე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აქტიდან შესაბამის დასკვნები იქნება გამოტანილი.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტები ის არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიის, არამედ, ზოგადად, ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, აქ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. 

იტვირთბა....